"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ეს სოფელი მდინარეების _ ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია. ძლიერი ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9 ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი სამეწარმეო პროექტები შევთავაზო აღმასრულებელ ხელისუფლებას", _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაზრდა და გაძლიერება იქნება. (R)