პაკისტან-ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, მოჰმანდის რაიონში მდებარე მეჩეთში ლოცვის მიმდინარეობის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავებულია.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად მეჩეთის ნაწილი და ვერანდა ჩამოინგრა და მრევლს დაეცა.
გავრცელებული ცნობით, მეჩეთში ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინაეობს.