დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოფელ ფლავისმანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჩასულ გორის მაჟორიტარ კანდიდატს ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი წანასაარჩევნო პლაკატებს საცხოვრებელი სახლების ღობეებზე აკრავდა, რისი საშუალებაც მას მოსახლეობამ არ მისცა. ადგილობრივებმა ბადრი ბასიშვილისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის პოლიტიკური სააგიტაციო მასალა იყოს გაკრული.
მომხდარზე მოკვლევას შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია არის მყარი და ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება წინასაარჩევნო პროცესში. „ქართული ოცნება“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში უზრუნველყოფილია თავისუფალი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის. (R)