გუშინ, ოზურგეთელმა “არწივებმა“ „ზვანი-არენაზე“ ქალაქ ბათუმის, „ბათუმი 15“ ანგარიშით 71:0 დაამარცხეს.
კლუბ “არწივების“ პრეზიდენტის თენგიზ კალანდაძის თქმით, ოზურგეთის „არწივებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და ბათუმის XV-ს 11 უპასუხო ლელო დაუდეს და გაიმარჯვეს საერთო ანგარიშით 71:0 მოიპოვეს.
ქალაქ ოზურგეთის სარაგბო კლუბმა “არწივებმა“ ანგარიშზე კალენდარული თამაშის მეორე ტურში პრემიალური ხუთი ქულა ჩაიწერა და გათამაშების ცხრილში მოპოვებული პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.
კლუბი „არწივები“ მომავალ კვირას შერკინებას ვანის „ტაოსთან" გამართავს.