საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომლითაც მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. როგორც წერილში გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, მოქანდაკის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის _ მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს. მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო”, _ ნათქვამია სამძიმრის წერილში.