დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საბავშვო ბაღი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს იწყებს.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 394 000 ლარი დაჯდა და ის რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.