"რესპუბლიკელები, რატომ მაგინებენ?- ჩემი აზრით, პრობლემა არის, რომ მათ აქვთ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის შეუსაბამობა. სასწაული უნდა მოახდინო, რომ ესენი ერთმანეთს დაუახლოვო, ამ სასწაულის მოხდენას ჩემგან ელოდნენ.
იმითაც იმუქრებიან, რომ დააბრუნე 2012 წელი და მარტო შევებრძოლებით ნაცებსო. ხედავთ რამხელა ამბიცია აქვთ?" _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "ჯი-დი-ესის" გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" წყევლიან წყევლით არ უპასუხებს:
,,მათ წყევლის ნაცლად დავლოცავ. ,,კავკასიელი ტყვე ქალში“ არის, რომ დაბალანსებულ ადამიანს მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ახლოს უნდა ჰქონდეს და მე იმ სადღეღეგრძელოს შევახსენებდი ,,რესპუბლიკელებს“. მოეხერხებინოთ ეს, ჩემი გამოყენების გარეშე,“ _ აღნიშნა ივანიშვილმა.