საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, როცა პოლიტიკოსები აკრიტიკებენ მოსწონს:
"რატომ მაგინებენ და რატომ მინდა? _ აი, თავისუფალი დემოკრატები: იყვნენ პარტნიორები, შევიდა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში და როგორც კი ეჭვი გაჩნდა ალასანიაზე კი არა მის სამეგობროზე, რომ 5 მილიონი აიღეს, გადადგნენ და თქვეს ევროატლანტიკური მიმართულება დაირღვაო. ასე გააპრავეს და ასე გაგრძელდა ეს.
თურმე, როგორ ვიკადრეთ ეს, რომ ეჭვი ავიღეთ ამ კაცზე _ სად გადავიდნენ ნახეთ?
როგორც ნაციონალები ამბობენ, რომ მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა ჩემი პირადი პატიმრები არიან, ამასთან გაავლეს პარალელი და იგივე იდეოლოგია გაიმეორეს. რა უნდათ? ის სტანდარტები, რაც მე დავტოვე, არის ის, რომ არავის ვზოგავდი. კანონი უნდა დაიცვას ხელისუფალმა," _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს".