საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს პირადად არ იცნობს:
"არ ვიცნობ ბატონ აკაკის. შეიძლება, სადღაც შენახვედრი ვარ, ხელი ჩამომირთმევია. მე ვუჭერ მხარს ყველა მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც "ქართული ოცნებიდან" არის წამოყენებული.
ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. მაჟორიტარობის კანდიდატებს, ისევე როგორც მთელ გუნდს, აყალიბებს კვირიკაშვილი და მთელი გუნდი.
მე არ ვარ გუნდის ჩამოყალიბების მონაწილე. პირადად, ყველას არ ვიცნობ. ეს პროცესი უჩემოდ მიმდინარეობს", – განაცხადა ივანიშვილმა.