გუშინ ღამით ახმეტელის მეტროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია.
" გუშინ ღამით ახმეტელის მეტროსთან მუნიციპალური მორიგე ავტობუსი, რომელსაც ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში, ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. შედეგად, ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი", _ აღნიშნულია განცხადებაში.