ამერიკელმა ფიზიკოსმა როდ ვუდმა პლანეტის გლობალური დათბობისაგან გადარჩენის მეთოდი გამოიგონა.
"საკმარისია შეიქმნას ღრუბლები ზღვის მარილიანი წყლისაგან, რათა მათ კოსმოსური რადიაცია ისევ კოსმოსისაკენ არეკლონ", – ამბობს ის. თუმცა სხვა ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ინიციატივა წარუმატებელი, სახიფათო და არაეფექტურია.
ზღვის წყლისაგან შექმნილი ღრუბელი აუცილებლად დაიღვრება მარილიანი წვიმის სახით, გაანადგურებს მცენარეებს და შეერევა იმ მდინარეებს, რომლებიც თავისი მტკნარი წყლით ბუნებას ემსახურება. ასეთი ნალექის შემთხვევაში ჩეულებრივ უსიცოცხლო უდაბნოები წარმოიქმნება. ხელოვნური ღრუბლების მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ იგი კლიმატის იარაღად იქცევა, რომელიც შემდგომში ხელოვნურად გამოიწვევს წყალდიდობებს. თეორიულად ამგვარი სცენარის განხორციელება შესაძლებელია. მით უფრო, რომ ადამიანს უკვე აქვს ბუნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამოცდილება, – ირწმუნება "გრინპისის" წარმომადგენელი ვლადიმერ ჩუპროვი.
დღესდღეისობით, ღრუბლების შექმნა უბრალოდ შეუძლებელია, რადგანაც არ არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები, – ამბობს ნოოსფეროს ინსტიტუტის დირექტორი. ღრუბელი შეიცავს ათას ტონა წყალს და მისი ხელოვნურად გაჩერება საჭირო სიმაღლეზე შეუძლებელია.