ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილა ყურადღება ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნებზე პოლიციის ყოფნა არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშსა და ძალადობას.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თქვა, შსს-ს და ცესკოს საქმიანობაც არჩევნების უსაფრთხოებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„ამ მემორანდუმში ზუსტადაა აღწერილი, რომ შს სამინისტროს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ამ კუთხით უნდა იყოს მიმართული არჩევნების უსაფრთხოებაზე, დაცულ გარემოზე, სიმშვიდეზე და თავისუფალ გარემოზე. მიმაჩნია, რომ პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას. ეს ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ეს საერთაშორისო სტანდარტია, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, როგორც ჩვენ, ასევე შს სამინისტრომაც“, _ განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან..