https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაპირებები და პარლამენტარის ფუნქციები

16:09; 26.09.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო სია ცესკომ 13 სექტემბერს, თავისსავე ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში 11 კანდიდატი იბრძვის პირველობისთვის. 11 კანდიდატიდან 4 ქალი და 7 მამაკაცია; მათგან ორი _ დამოუკიდებელი კანდიდატია.

ვინ რის გაკეთებას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი, ნინო კვიტაიშვილი:

"გუნდთან ერთად, ახალი ენერგიით, გავაკეთებ ყველაფერს, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი არის და წავიდეს წინ. მოვაგვარებთ სასმელი წყლის, წყალმომარაგების პრობლემებს; სოფლებისა და ქალაქების დონეზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს; დავასრულებთ გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების პროექტებს; მოვაწყობთ და მოვაწესრიგებთ სოფლის გზებს; გავაგრძელებთ და შევქმნით ახალ პროექტებს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით; განვავითარებთ ტურიზმის ინდუსტრიას ბახმაროში, შესაბამისად გურიაში; გუნდთან ერთად გადავჭრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ პრობლემებს; მუდმივი კავშირითა და ურთიერთობით მხარდაჭერას გამოვუცხადებ ახალგაზრდულ პროექტებსა და ინიციატივებს."

დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჟღენტი:

"ვისაუბრებ ცოტას, როგორც მჩვევია, გავაკეთებ _ მეტს. ჩემი ცხოვრების წესი და სლოგანია: სიტყვა _ სიმართლით, საქმე _ შედეგით".

საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატობის კანდიდატი გურანდა მანაგაძე იმ გეგმებზე გვესაუბრება, რომლის გახორციელებას პარტიასთან ერთად აპირებს:

"საქართველოს გადაარჩენს განათლება და მრავალპარტიული პარლამენტი! ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვიბრძოლებთ იმისთვის, რათა შეიცვალოს ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებული კანონები, რომლებიც ამუხრუჭებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაგალითად, კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესახებ". კატასტროფულ მდგომარეობაშია გურიის რეგიონში გზების და წყლით მომარაგების საკითხები; ვიზრუნებთ, რათა საბიუჯეტო დონეზე დაეთმოს ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ჩვენს ქვეყანას ანადგურებს არა მარტო "ც" ჰეპატიტი და სხვა მრავალი დაავადებები, არამედ მოსახლეობის მასიური ემიგრაცია, რის გამოც, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ აგრეთვე იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რასაც აკეთებდა" ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ახლა ამას აგრძელებს მმართველი პარტიაც. ამას ბოლო არ მოეღება, თუ ასეთი ქმედებისთვის არ დაწესდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მაგრამ ყველაზე უმთავრესი იქნება ბრძოლა იმისთვის,რომ სახელმწიფომ მიიღოს და განახორციელოს სტრატეგიული გეგმა ქვეყანაში სიღატაკის აღმოსაფხვრელად."

"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ის "დაუღალავად, დღე და ღამე აპირებს გურულების, (ლანჩხუთელების და ჩოხატაურელების) გვერდში დგომას, რადგან დიდი ენერგიის და ახალგაზრდული ენთუზიაზმის გარეშე, შეუძლებელია ამდენი პრობლემის მოგვარება":

"ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ მე, ნინო წილოსანს ზურგს მიმაგრებს მმართველი პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო"; შესაბამისად, მხოლოდ მე შევძლებ თქვენი პრობლემების გადაჭრას.

მინდა ყველა ჩემს გურულს ვუთხრა, რომ მე მქონდა ჩემი საქმე, ჩემი ბიზნესი და მხოლოდ ჩემი გურულების უზომო სიყვარულის გამო ვამბობ ყველაფერზე უარს და ვდგები თითოეული თქვენგანის უანგარო სამსახურში," _ თქვა ნინო წილოსანმა.

დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მათ შორის შესაქმნელია სამუშაო ადგილები, მისახედია სპორტი, რკინიგზა და ა. შ. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად აპირებს და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს: "არჩევნებში მონაწილეობას იმისთვის ვიღებ, რომ ჩემი რაიონის ხალხი დავასაქმო, შევქმნა სამუშაო ადგილები, ადგილზე დამზადდეს პროდუქცია _ ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის. მინდა სპორტს, ჩემს რკინიგზას და ტრანსპორტს დავეხმარო, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა,"  _ ამბობს აკაკი ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.

თამილა ჟღენტი, "პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი:

"ყოველთვის მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ პოლიტიკა სულაც არ არის ბინძური; ბინძურ პოლიტიკას ბინძური ადამიანები ქმნიან _ ჩვენი მოძრაობის მაგალითზე შემიძლია ამის დამტკიცება.

თუ მიგაჩნიათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, არსებული მდგომარეობისა და მრავალგზის იმედგაცრუებისა, თუ ჯერ კიდევ შეგრჩათ იმედი, რომ გამოჩნდება სუფთა ადამიანების კრებული, სუფთა წარსულით და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, მაშინ სწორება ჩვენზე უნდა გააკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ნებით მოგვეცემა რეალური შესაძლებლობა, პარლამენტში შესვლისთანავე ინიცირებული იქნება ის 22 კანონპროექტი, რომლებიც ჩვენი მოკლე არსებობის პერიოდში ჩამოვაყალიბეთ და რომლის კანონად ქცევასაც გპირდებით. ეს შეცვლის თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებას: კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საბინაო უზრუნველყოფის კანონი. კანონი ონლაინ საკრედიტო კომპანიების საქმიანობის რეგულირების შესახებ; კანონი ქვეყნის სამხარეო- მუნიციპალური მოწყობის შესახებ; საარსებო მინიმუმის განსაზღვრის შესახებ; მარტოხელა ხანდაზმულის სტატუსის განსაზღვრისა და მისი შემწეობის შესახებ კანონები…" _ მიიჩნევს თამილა ჟღენტი.

"ლეიბორისტული პარტიიდან" დეპუტატობის კანდიდატია ტარიელ კალანდარიშვილი და ის ამბობს, რომ "პარტია დაარსების დღიდან ხალხს სიმართლეს ეუბნებოდა, რის გამოც ზოგჯერ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რისხვაც დაიმსახურა":

"მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზები ასრულდა როგორც 2003 წელს ე.წ. "ვარდების რევოლუციის", ასევე 2012 წელს, როცა ოლიგარქ ივანიშვილს ხალხმა გულწრფელი ნდობა გამოუცხადა და ჩვენს სიმართლეს ივანიშვილის ვითომ ქველმოქმედება და ფინანსები ამჯობინა. ჩვენ, უფლის გამოგზავნილი ეს გამოცდა, სამწუხაროდ, ვერ ჩავაბარეთ და მომავალში იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ძვირფასი ამომრჩეველი აღარ შეცდება _ 8 ოქტომბერს გააკეთებს ისტორიულ არჩევანს," _ თქვა ტარიელ კალანდარიშვილმა.

პარტიის "გოგი თოფაძე, მრეწველები _ ჩვენი სამშობლო" დეპუტატობის კანდიდატი ამირან ჭაღალიძე და მისი გუნდი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, "რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას აპირებს":

"პირველ რიგში, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ოსებთან და აფხაზებთან შერიგებას, რუსეთის ბაზარზე შესვლას ვაპირებთ, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და რეგიონისთვის რომ განვავითაროთ ეკონომიკა".

პაატა ჯიბლაძე, "კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე _ მემარცხენე ალიანსი":

"პარლამენტარის უპირველესი მოვალეობაა შექმნას საკანონმდებლო ბაზა ქვეყნის და პირველ რიგში იმ რეგიონის განვითარებისთვის, რომელსაც მაჟორიტარი წარმოადგენს. მე ჩემს საყვარელ გურულებს ვპირდები მაქსიმალურ ძალისხმევას ისეთ ზოგად სახელმწიფოებრივი და რეგიონული პროექტების გახორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს გურიისთვის ტრადიციული დარგების (მეჩაიეობა, მეციტრუსეობა და ა.შ.) განვითარებას. სოფლის მეურნეობის ნაწარმის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას სახელმწიფო სუბსიდიებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვით. ძლიერი ფერმერული მეურნეობების დაფუძნება-განვითარებას მრავალწლიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტების მეშვეობით.

ვაცნობიერებ რა რეგიონის გამოცოცხლებისთვის ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს, ვეცდები ლობირება გავუწიო სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბებას, რათა მომავალმა თაობებმა შეძლონ საკუთარი ნიჭის რეალიზება".

ჯემალ ანთიძე, "საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია":

"მე ვარ საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის მხარდამჭერი და ვუერთდები მათ პროგრამას. პირადად, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვპირდები ჩემს ამომრჩევლებს, მჭიდრო კონტაქტს დავამყარებ ყოველ ამომრჩეველთან. მათ შესაძლებლობა ექნებათ დამიკავშირდნენ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, ფეისბუქით, პირადი წარმომადგენლების საშუალებითა თუ სხვა გზებით. არ დავტოვებ მათ მოთხოვნას რეაგირების გარეშე და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველი საშუალებით ვეცდები დაკმაყოფილდეს მათი სამართლიანი მოთხოვნები".

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი "გურია ნიუსთან" პარლამენტარის ფუნქციების შესახებ საუბრობს:

"პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: მრავალპარტიულობა; წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა; საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი; საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა. საჯაროობა და სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა," _ განმარტა ჩვენთან საუბრის დროს ირმა პავლიაშვილმა.

სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20 დეკემბერი, 2025

განმუხურში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტები გახორციელდება

სადამკვირვებლო მისია პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო