განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, დღეს, მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში გახორციელებულ და პროექტებზე ესაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს პირველი- მეოთხე კლასის, თითქმის, ყველა სახელმძღვანელო თავიდან მომზადდება.
”მომავალ წელს ჩვენ მოგვიწევს, ფაქტობრივად, ყველა სახელმძღვანელოს თავიდან მომზადება. ზოგიერთ კლასში ახალი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები იქნება, ზოგიერთში კი, ძველი შინაარსის მქონე ახალი დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გვექნება. მომავალ წელს ეს ყველაფერი ჩვენ, დაახლოებით, 18-19 მილიონი ლარი დაგვიჯდება. ეს არის პირველადი საბიუჯეტო შეფასება”, _ თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გრიფირების საკითხზე. იგი იმედოვნებს, რომ გრიფირება ყოველ წელს მოხდება.
გრიფირების ახალი წესის მიხედვით, „ავტორი მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან, სხვა მხარეებისგან შემოსული შეცდომების, შესწორებების, წინადადებების სახელმძღვალოში შეტანას თავის თავზე აიღებს. აქამდე ასე არ იყო. ამიტომ, 6 წელია გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონი ისეა, რომ ნიუტონი არ ეთანხმება, ანუ, როგორც ნიუტონმა აღმოაჩინა, ისე არ წერია”, _ აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე გამოჩნდება ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სასწავლო პროცესებს.