"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, შპს "დინ გრუპის" მიერ სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა გაზსადენი, რის გამოც ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება: დიდუბის, გაფრინდაულის, ცაბაძის, აგლაძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, გაზის მიწოდება 11:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მათივე განცხადებით, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.