დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს და ორივე მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხს ეხებოდა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, დადგენილების მიღების თაობაზე, დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესაუბრა და განმარტა, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს, გაიგზავნა მთავრობასთან და სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილი აქვს. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ მხრივ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ექვსი თვე, ვადა, რომელიც მიცემულია, საკმარისი იქნება საქმის საბოლოოდ მოსაგვარებლად.
დეპუტატები დადგენილების მიღებას დაეთანხმნენ ერთადერთი შენიშვნით _ დღევანდელ სხდომნას ნაციონალი დეპუტატები არ ესწრებიან და მათ ხომ არ ექნებოდათ განსხვავებული აზრი…
მეორე საკითხიც, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, 2 აგვისტოს საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, ოზურგეთის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, _ ეს საკითხიც დავით დარჩიამ გააცნო დეპუტატებს და საკითხის უფრო დაზუსტებით წარმოსადგენად, მიმართა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარეს, მინდია სალუქვაძეს.
_ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ფორმა ითვალისწინებს იმას, რომ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა SMS შეტყობინებით მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც მათ მიერ არჩეული საკრებულოს მუშაობას უკავშირდება. დღეისთვის უკვე შედგენილია 830-კაციანი ბაზა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სურვილით შეავსო ანკეტა. ჩართულობის ეს მეთოდი ითვალისწინებს იმასაც, რომ ვისაც სურვილი აღარ ექნება, ბაზიდან ამოეწერება. ეს არის სუკეთესო სერვისი, _ ოზურგეთის საკრებულო სახელობითი SMS-ებით დაეკონტაქტება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
საკრებულომ მოიწონა, დაეთანხმა და საჯარო ადმინისტარაციულ წარმოებაში მიიღო აღნიშნული საკითხი.
მინდია სალუქვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ერთი გარემოების შესახებაც _ საქართველოში, სულ ექვს მუნიციპალიტეტში ჰქონდათ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, რომელთა შორის პიონერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.