პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტიერეშმა, შესაძლოა, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავოს, _ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დღეს ორგანიზაციის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გუტიერეშმა 13 ხმა დააგროვა.
მის კანდიდატურასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს წევრთაგან უარყოფითი პოზიცია არავის დაუფიქსირებია. თავი ორმა შეიკავა.
კიდევ ერთი კენჭისყრა ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურასთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დილით გაიმართება.