ჰაიტიში ქარიშხალმა მეთიუმ 339-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქარიშხალმა საცხოვრებელი სახლები მიწასთან გაასწორა, ხოლო ქალაქ ჯერემიში შენობების 80% გაანადგურა.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ამინდის სამსახურის განცხადებით, ქარიშხალი 2 დღეში ძალას დაკარგავს, თუმცა ბოლო 100 წლის განმავლობაში სახელმწიფოში მომხდარ ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეიძლება ჩაითვალოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქარიშხლის გამო სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია, ხოლო 3 000-მდე ავია რეისი გაუქმდა.
ამავე თემაზე: