საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ Los Angeles Times სტატიას აქვეყნებს სათაურით, "მოიპოვებს თუ ვერა პუტინი მეზობელ საქართველოში გზას? არჩევნებმა შეამოწმა თუ რამდენად ძლიერია რუსეთის რადიაცია".
მაუწყებლის ინფორმაციით, ხმების 5%-ის მოპოვების შედეგად ულტრანაციონალისტურმა პარტიამ პირველად შეძლო შეუერთდეს საქართველოს პარლამენტს.
როგორც Los Angeles Times წერს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში დროშების ფრიალით და სიგნალებით გამარჯვებას ზეიმობდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდმა ხმების 40%-იდან 54-მდე, ხოლო მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 32%-ის მოპოვება შეძლო.
მისივე ცნობით, პირველადი ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ ულტრანაციონალისტურმა "პატრიოტთა ალიანსმა" და სხვა პრო-რუსულმა პარტიებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
"როგორც ჩანს საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველად ეროვნულ ხელისუფლებაში პრო-რუსული პარტიები მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი,"_ამბობს ჟურნალისტი თამარ სვანიძე.
როგორც სტატიაშია აღნიშნული,საქართველოს პოლიტიკური კულტურა განისაზღვრება ალიაქოთით და აგრესიული ტიპის პოლიტიკით.
Los Angeles Times -ის ინფორმაციით, წლევანდელი საარჩევნო კამპანია არ ყოფილა განსხვავებული სატელვიზიო ეთერებით, ფარული ჩანაწერებით, მკვლელობის მცდელობით და გადატრიალების შეთქმულებით.
საინფორმაციო სააგენტოს უწყებით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და რუსეთის ორბიტიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველო ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომების დესტრუქციული თვითმმართველობის, რევანშისტული მკვლელობების და ყოვლისმომცველი ორგანიზებული დანაშაულების ციკლში გაეხვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს ხდებოდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციამდე", რომელმაც ქვეყანა კუთხეში მოიქცია და ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა.
სააკაშვილმა სწრაფად განახორციელა რამდენიმე ძირითადი რეფორმა ქვეყნის ეკონომიკის გასაახლებლად, მაგრამ ადრეული ავანსების გამო ნელ-ნელა მოკვდა, ხოლო 2008 წელს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რუსეთთან უგუნური ომის შედეგად დასავლეთის მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ გამოიფიტა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2012 წელს, "ქართულმა ოცნებამ" რომლის ლიდერიც არაოფიციალურად,პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, "ნაციონალური მოძრაობა" უადგილოდ დატოვა, მაგრამ გამოკითხვის მიხედვით, დასავლური განათლების მქონე ქართველები ივანიშვილს უკიდურესი სკეპტიციზმით უყურებენ.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის ახლო ასოციაცია რუსეთის ბიზნესმენებთან ბევრ ქართველს აწუხებს, რადგან ის უძღვება ქვეყანას ქვემოთ, მოსკოვისადმი მეგობრულ გზის არჩევით.
გარდა ამისა Los Angeles Times წერს, რომ მოსახლეობა აღშფოთებულია "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული სავალალო ეკონომიკური ნაბიჯებით, რომელმაც უცხოელი ინვესტორები დააფრთხო, ხოლო ივანიშვილი თავს იკავებს ექსცენტრიული ამაო პროექტების დაფინანსებისგან.
"ქვეყანაში ბევრი ადამიანი ეძებს მხსნელს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არ გვეყოლება სხვა მიხეილ სააკაშვილი. "ქართული ოცნებას" არ შეუძლია გააკეთოს მეტი, მაგრამ ეს არ არის დიქტატორების პარტია, რომელიც უკანონოდ აკავებს და კლავს ხალხს,"_აცხადებს მუსიკოსი ია გიორგაძე.
Los Angeles Times-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს, ორივე თანხმდება, რომ ქვეყანამ საბოლოოდ უნდა მიაღწიოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას, მაგრამ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს და ბრიუსელში დღემდე გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული არ აქვთ.
გარდა ამისა, ნატო-მ გააგზავნა სიგნალები, იმედით, რომ ის არ მოახდენს რუსეთის პროვოცირებას, მიუხედავად ხშირი განცხადებების, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
მაუწყებლის ინფორმაციით, გაბრაზებული და იმედგცრუებული ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს ულტრანაციონალისტურ პარტიებს და კრემლთან მჭიდრო კავშირს უჭერენ.
მისივე ცნობით, რუსეთს საქართველოს სტრატეგიული პოზიციის დაკავება უკვე 3 საუკუნეა რაცსურს და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ელოდება შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ისევ მოსკოვი დაბრუნდეს.
Los Angeles Times -ის ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" ცნობილია თავისი ქსენოფობიით, ანტი დასავლური რიტორიკით და მისი პლატფორმა აცხადებს, რომ "დავიცავთ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულებებს" და უარყოფს ქალთა და ლგბტ-ების უფლებებს.
გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი იმედოვნებს, რომ საქარველოს სვლას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ შეაჩერებს.
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლობის გამოჩენა მომავალ მთავრობაში არის ქვეყნის უბედურება. გაოგნებული და შოკირებული ვარ,"_ამბობს გუცა გველესიანი, საქართველოს წარმომადგენელი ნატო-ში და დასძენს "ვიმედოვნებ, რომ მათ არ აინტერესებთ რეალურად ქვეყნის მართვა. ისინი აიღებენ პუტინის ფულს და გაქრებიან".
მაუწყებლის ცნობით, პრო რუსული პარტიების მსგავსი ალიანსი განიხილება, როგორც ეფექტური ალტერნატივა ქართველებისთვის, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვთ და მხარს საქართველოს ძლიერ მართლმადიდებელ ეკლესიას უჭერენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი მთავარ გზაჯვარედინზე დგას.
მას აღარ აქვს დასავლეთის გარანტირებული მხარდაჭერა, რომ დაეყრდნოს, თუმცა 10 წლის წინ უფრო მეტი ჰქონდა.
Los Angeles Times -ის ცნობით, ახალი მთავრობისთვის დგება კითხვა, ქვეყნის წინსვლისთვის ერთმანეთის მეტოქეები "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებენ თუ არა შეთანხმებას, ხოლო სხვა პროდასავლური პარტიები კი პუტინის უახლოეს მიღწევებს გადახედავენ.