ჰარვარდის უნივერსიტეტის ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ უხეშობა და ბილწსიტყვაობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
თუ მათ დავუჯერებთ, ეს „ღიად“ საუბარი ფსიქოლოგიური სტრესისგან გვათავისუფლებს, მაგრამ, როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებთ გარშემო მყოფებზე? ხომ არ ეტყვით მამაკაცს, რომელსაც თავს აწონებთ, იმიტომ ვიგინები, რომ სტრესი არ მივიღო ან სტრესის ჰორმონისგან თავი დავიცვაო?!
ინგლისელი მეცნიერებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არანორმირებული მეტყველება და ლექსიკა ნდობის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
ვამტკიცოთ, რომ ლანძღვა-გინება არც ისე მავნებელია?! შეიძლება, ცოტა მოვეშვათ კიდეც, მაგრამ, მეტისმეტი არ უნდა მოგვივიდეს. დედა გვასწავლიდა _ ცუდი სიტყვების თქმა არ შეიძლება, უზრდელობააო… ან დედას უნდა დავუჯეროთ, ან – ევროპელ ფსიქოლოგებს, თუმცა, ყოველთვის შეიძლება, იპოვო ოქროს შუალედი: ნურც მეტისმეტად მკაცრი, წესიერი და რაფინირებული იქნებით, ნურც ბოლომდე აიშვებთ – შეინარჩუნეთ ის სახე, რომელიც ოჯახიდან გამოგყვათ… ბუნებრივია, მამაკაცები გაცილებით მეტს და ხშირადაც იგინებიან, მაგრამ, „ორთქლის გამოშვება“ ზოგჯერ თქვენც შეგიძლიათ… რატომაც არა?!