უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 16 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. გოგონას ფეხების, მენჯისა და ხერხემლის ტრავმები აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.