,,არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე", _ აღნიშნულა მიმართვაში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი ავრცელებს. ისინი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.
,,არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე,
საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან უკვე გაჟღერდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვა.
ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს.
ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძილზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში!
ჩვენ ვაცნობიებთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პროდასავლურ პარტიებს, რომელთათვისაც, გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევრო-ატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით”, – აღნიშნულია მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი, პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის, ახალი მემარჯვენეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო, საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
ხელმომწერები:
გურჩიანი თამარ, ბუღაძე ლაშა, ბასილაია-შავგულიძე ლიკა, მშვენიერაძე გიორგი, ფერაძე ნატა, ტანგიაშვილი ნოდარ, კაკაბაძე ნინია, ელისაშვილი ცირა, დანელია ნინო, შამუგია პაატა, ბუხრიკიძე დავით, ცოფურაშვილი თათა, ჭითანავა ეკა, თაბაგარი გიორგი, პატარაია ბაია, ხატიაშვილი თეო, ნონიაშვილი გიორგი, ხოშტარია გოგი, ფანცულაია ნანა, მინდიაშვილი ბექა, ცინცაძე ნინო, დევდარიანი ქეთი, ეძგვერაძე გია, კიკნაველიძე ირაკლი, გურული მაგდა, ზაუტაშვილი ილიკო, ცეცხლაძე ნიკო, კორძაია-სამადაშვილი ანა, ჯაფარიძე მამუკა, ჯიბუტი სოფო, მანჩხაშვილი ნოდარ, ბაბუნაშვილი ვახო, მშვილდაძე მიშა, ბასილაია მერაბ, ჟვანია ანა, საღინაძე ირაკლი, გულედანი აჩიკო, უგულავა სალომე, ქავთარაძე გოგი, აბაშიძე ზაზა, ღავთაძე მაკო, ჩხიკვაძე ანა, ხონელიძე ლელა, გელავა სოფო, თურმანიძე თორნიკე