უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 140 ადამიანი მოიწამლა, აქედან 63 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ყველაზე დიდი რაოდენობის მსხვერპლი ხარკოვის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 49 ადამიანი გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, მეთილალკოჰოლის შემცველობა 37 გარდაცვლილის სისხლში აღმოჩნდა.
ალკოჰოლით მოწამვლის პირველი შემთხვევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მოწამლულთა უმრავლესობამ ალკოჰოლური სასმელები მცირე ზომის მაღაზიებში შეიძინეს.
საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, ფალსიფიცირებული სასმელი ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს.