გასულ უქმეებზე ლანჩხუთში, გვიმბალურის სასულიერო გიმნაზიის სპორტულ დარბაზში სპორტული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, მსოფლიო თასის მფლობელის, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორის, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულის, როინ დობორჯგინიძის სახელობის ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ასპარეზობა სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ფოთის, ზუგდიდის, ჯვარის, სამტრედიის, ბაღდადის, თბილისისა და ლანჩხუთის მოჭიდავეთა გუნდებმა. მთლიანობაში ტურნირზე 150 – მა ნორჩმა ფალავანმა მოიყარა თავი.
ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზეს მასპინძლებმა და მათ ჯამში 15 სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შესძლეს და შესაბამისად გუნდური პირველი ადგილის მფლობელებიც შეიქნენ. რვა ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო _ ასეთია ლანჩხუთელთა მონაგარი.
მასპინძელთაგან ჩემპიონები გახდნენ: გიორგი იაშვილი (23კგ.), თამაზ ღლონტი (29კგ.), ლუკა ჭყონია (+53კგ.), გიორგი ლურსმანიძე (53კგ.), გიორგი ხარატიშვილი (46კგ.), ლუკა შარაბიძე (42კგ.), ბექა ართილაყვა (58კგ.) და ნუკრი წილოსანი (100კგ.)
ვერცხლის მედლების მოიპოვება შესძლეს: ზაზა თევზაძემ (23კგ.), ლუკა ლომაძემ (32კგ.), ლერი ქამაშიძემ, (+53კგ) და დემეტრე მახარაძემ (46კგ.), ხოლო ბრინჯაოს დასჯერდა გიორგი კვირკველია (54კგ.). ტექნიკური მოჭიდავის პრიზი გადაეცა ლუკა შარაბიძეს, რომელსაც ჯილდო თავად როინ დობორჯგინიძემ გადასცა.
ლანჩხუთელ მოჭიდავეთა მწვრთნელები – კახა აფხაზავა და კახა გოგოლიშვილი საკუთარი შეგირდების ასეთ წარმატებას ელოდნენ იყო და რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩავარდნის მიუხედავად, საერთო შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ.
ლანჩხუთელ ჭაბუკ მოჭიდავეებს თვის ბოლოს ქალაქ თბილისში ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი (2000-2002წ.წ.დაბ.) ელოდებათ, სადაც წონების საუკეთესო სამეულები, საქართველოს ნაკრების კანდიდატები ხდებიან და ამ შანსის გამოყენებას შვიდი ლანჩხუთელი შეეცდება.