როგორც "გურია ნიუსს" კომპანია „თელასიდან“ ატყობინებენ, გეგმიური სამუშაოს ჩატარების გამო 31 ოქტომბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, გორგასლის, მელქაძის, ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის და თორთლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, იაშვილის, მარიჯანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.