საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იმ ჟურნალისტებს აკრიტიკებს, რომლებიც მომავალი პარლამენტარების თანამდებობებით ინტერესდებიან.
"არ წყდება მკითხაობა მედიაში თუ ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას ახალ პარლამენტში. ზოგჯერ კი შეგნებულად "ჩორტაობენ" (მაპატიეთ ჟარგონისთვის).
დღეს ჩემზეც ჩააგდეს…. რომ კითხო გეტყვიან _ "ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაციაო". არადა, ეს "წყაროც" თავად არიან ხშირად.
ჰოდა, როგორც ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა უთხრა ერთ ჟურნალისტს გურიაში :
_ ვინ გითხრა ცავ მაი აბდლური?
_ ჩვენმა წყარომ….
_ ხოდა მოგიფსი მაგ წყაროში".
(გულწრფელი ბოდიში ყველასთან პირდაპირობისთვის, მაგრამ უკეთესად ვერ გადმოგცემდით ჩემს დამოკიდებულებას შეგნებულად გავრცელებული ჭორების და "ჩორტების" მიმართ), _ წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.