ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი დავით ქუმციაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატები _ ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე.
პრემიერ მინისტრმა შპს "ასკანგელ-ალაიანსი" _ ბეტონიტური თიხების გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა. ქარხანა თანამედროვე სტანდარდებისაა და მასში ნახევარი მილიონის ინვესტიცაა ჩადებული. საწარმოში 200 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.