ხვალ, ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.
ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა. მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა – 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.