"ნატო-ში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად მუშაობისას შევეცდები, ყველაფერი საუკეთესო გავაკეთო ქვეყნისთვის", _ ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის გამოიყენაბს მთელ თავის ცოდნას და გამოცდილებას, რომ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.
”ჩვენ უკვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ალიანსთან. ახალ თანამდებობაზე ჩემი ფუნქცია იქნება ის, რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. ამისთვის გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებასაც, ცოდნასაც, პირად ურთიერთობებსაც არსებულ სამხედრო ისტებლიშმენტთან. შევეცდები გავაკეთო ყველაფერი საუკეთესო ჩვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალებისთვის”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.