საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 26 ნოემბერს გაიმართება _ შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება”, _ აღნიშნულია განკარგულებაში.