ჩინეთის ხელისუფლება სინძიანის მოსახლეობას მოუწოდებს პასპორტები პოლიციას ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ბძანება შიჰეზის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს საემიგრაციო ოფისში სინძიანში 19 ოქტომბრიდან გაიცა, რასაც უფლება დამცველი ჯგუფები ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე თავდასხმას უწოდებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა გამგზავრების სურვილის შემთხვევაში ნებართვისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ და ისინი გადაწყვეტენ ვის მისცენ ქვეყნიდან გასვლის ნება.
როგორც ცნობილია, სინძიანი ეთნიკურად დაყოფილი და რესურსებით მდიდარი პროვინციაა, რომლის მოსახლეობის 10 მილიონს უიღურელი მუსულმანები, ხოლო 8 მილიონს ჩინელები შეადგენენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად პოლიტიკური მიზეზის არ არსებობისა, მსოფლიო უიღურულ კონგრესზე გერმანიის ადამიანის უფლება დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება უიღურული მოსახლეობის მოძრაობის შესასზღუდადაა მიზანმიმართული.
"ჩინეთის ხელისუფლება წარსულში მიღებული მკაფიო ნაბიჯებით ზღუდავს მობილობის უფლებას, კერძოდ, უიღურული თემის მიმართ,"_ ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთმა ბოლო დროს მომხდარ თავდასხმებში მათ შორის, 2015 წლის სექტემბერში მაღაროში მომხდარ აფეთქებაში, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა, უიღურელი სეპარატისტები დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, გადასახლებული ჯგუფები და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლების რეპრესიული რელიგიური პოლიტიკა და ეკონომიკური მარგინალიზაცია არეულობის პროვოცირებას ახდენს.
"ჩინეთის ხელისუფლებას არ აქვს სარწმუნო მიზეზი წაიღოს მოქალაქეების პასპორტები. ის არღვევს მათ უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას,"_განაცხადა სოფი რიჩარდსონმა, ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის დირექტორმა ჩინეთში.