ვადაგასული პესტიციდები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა; შესაბამისად, გურიაშიც ათასობით ტონა შხამ-ქიმიკატი შემოდიოდა, რომელიც თითქმის ყველა დიდ სოფელში საწყობდებოდა.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ რა მდგომარეობაა პესტიციდების ყოფილი საწყობებში გურიაში, რა იციან ამის შესახებ სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის სამსახურებმა; რა წერია ამ პრობლემის შესახებ საკითხი გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში და ევალება თუ არა გუბერნატორს „სოფელ-სოფელ“ სიარული.
ამავე გადაცემიდან გაიგებთ რა მდგომარეობაა ახლა მარნეულის სამარხში, სადაც პესტიციდების ნარჩენები მიჰქონდათ; რა კონვენციებზეა მიბმული საქართველო, რა ვალდებულებები აქვს აღებული ქევეყანას პესტიციდების ნარჩენების დამუშავების, გატანის, განადგურების კუთხით, ასრულებს თუ არა საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დადგენილ ვადებში;
რა საფრთხეებზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები, რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯამრთელობისთვის საშიში, რას გამოიწვევს პესტიციდების ნარჩენებით მოწამვლა.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.