ნიუ-იორკელმა ოკულისტებმა კლიენტებს ახალი სერვისი შესთავაზეს. ისინი თვალებში პლატინისგან დამზადებულ სამკაულების იმპელმენტირებას ახდენენ.
ეს პოცედურა, დაახლოებით, 3 ათასი დოლარი ღირს და როგორც ნიუ-იორკელი ექიმი ჩინი "Fox News"-სთან საუბარში აცხადებს, სრულიად უსაფრთხოა.
მისივე თქმით, კლიენტებში ყველაზე პოპულარული გულის ფორმის სამკაულია.
ექიმი ჩინის განცხადების მიუხედავად, აშშ-ს კვებისა და წამლების უსაფრთხოების ადმინისტრაცია, ჯერჯერობით, არ ურჩევს მოქალაქეებს ამ პროცედურის ჩატარებას. მათი თქმით, ჯერ არ ჩატარებულა საკმარისი ცდები იმისთვის, რომ ეს პროცედურა უსაფრთხოდ იქნას მიჩნეული.