ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5598 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5599 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.
ერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7234 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7250 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.