სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას.
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს, საერთო სიგრძით _ 14,9 კილომეტრი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.
შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. (R)