დღეს, გორსა და ქობულეთში გაირკვა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი აუტის შედეგად რომელი გუნდები გადაინაცვლებდნენ ქვედა ლიგაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიამ“ ვერაფერი გააწყო მასპინძელი „დილას“ წინააღმდეგ და პლეი აუტის პირველ შეხვედრაში მარცხს მხოლოდ ნულოვანი ფრე დაუმატა, რითაც, საბოლოოდ, გავარდნის საგზური ირგუნა.
გაცილებით რთულად პროგნოზირებადი იყო შეხვედრა ჩელე-არენაზე, სადაც ქობულეთის „შუქურა“ ბოლნისის „სიონს“ მასპინძლობდა.
ვინაიდან პირველი შეხვედრა ბოლნისელებმა 4:3 მოიგეს, მეორე შეხვედრაში დაძაბული ბრძოლას ელოდნენ. ასეც მოხდა, შეხევდრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველი ტაიმი გურულის გოლით ზღვისპირელებმა მოიგეს. მეორე ტაიმში ბოლნისელებმა თამაშის გადარჩენა კი სცადეს, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. მითუმეტეს, რომ 70-ე წუთიდან ისინი კაცნაკლული დარჩნენ, მსაჯმა მოედნიდან ხურცილავა გააძევა და ბოლო წუთებში ვა-ბანკზე წასულებს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე კუტალიას გოლი გაეპარათ.
შედეგად ლანჩხუთის „გურიას“ ბედი ბოლნისის „სიონმაც“ გაიზიარა.