შემოქმედის ეპარქია ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებას, რომლის თანახმად ეპარქიას 2017 წლის ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივი ხარჯვის გამო აღარ მიეცემა, განცხადებით პასუხობს:
"სამწუხაროდ, ქალაქ ოზურგეთის მერმა გამოაქვეყნა ცილისმწამებლური ინფორმაცია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების მიმართ, რომელსაცბ შემოქმედის ეპარქია მოგვიანებით გასცემს პასუხს და გამოაქვეყნებს იმ დოკუმენტებს თუ რაში დაიხარჯა ის 25ათასი ლარი, რაც იქნა გადმორიცხული 2016 წელს ქალაქის მერიის მიერ" ,_ აღნიშნულია განცხადებაში.
ჩვენ შევეცადეთ ამ კითხვებზე პასუხი მეუფე იოსებისგან მიგვეღო, თუმცა შემოქმედის ეპარქიის მღვდელთმთავარმა კომენტარების გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
ამავე თემაზე: ოზურგეთის მერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს _"საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ"