საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. გიგაურის თქმით, წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება.
”წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში. წყალმომარაგების კომპანიები წყლის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს. თუნდაც ოდნავი გადახრის შემთხვევაში, ისინი წყვეტენ წყალმომარაგებას და შესაბამის ღონისძიებებს ღებულობენ. წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება. იმ შემთხვევაში, თუ პერიოდულად სკოლა არ აკეთებს თავისი რეზერვუარის (თუკი ასეთი არსებობს) გაწმენდას და დეზინფიცირებას, ანალოგიურად, წყალმომარაგების კომპანიები მოგვამრთავენ ჩვენ. მაგრამ ასეთი ფაქტი არსად დაფიქსირებულა, არასოდეს ყოფილა, რადგან სკოლები რეკომენდაციებს მიჰყვებიან, არსებობს სპეციალური რეგლამენტი და იცავენ რეკომენდაციებს. გაფილტრული წყალი არ აქვთ იმ სოფლებში, სადაც გათხრილია ჭა, რადგან სოფელში ზოგადად არ არსებობს წყალმომარაგება. ასეთ შემთხვევაში მაინც მოწმდება წყლის უვნებლობა”, _ განაცხადა ლია გიგაურმა.