ნუგზარ მურვანიძე, ოზურგეთი:
_ უნდა იყოს. აუცილებელია, რომ ქუჩაში გამართული მანქანა დადიოდეს.
თეიმურაზ თავდიშვილი, ოზურგეთი:
_ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი უვარგისი მანქანა დადის ქუჩაში და აფერხებს მოძრაობას.
როინ ნოღაიდელი, ოზურგეთი:
_ აუცილებელია.
დათო კოჩალიძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა იყოს, არ არის აუცილებელი. ეს ყველაფერი მატერიალურ უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული, თან ისეთ წვრილმანებს ითხოვენ, რომელიც ხელს არ შეუშლის მგზავრობას.
რეზო ძნელაძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მოთხოვნებსაც გააჩნია.
გია კუკულაძე, ლანჩხუთი:
_ სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რა მოთხოვნები იქნება სტანდარტებზე.
ტატო ჯორბენაძე, ლანჩხუთი:
_ უნდა იყოს, მაგრამ, მთავარია, კორუფციის წყაროდ არ იქცეს.
გიორგი ბერაია, ლანჩხუთი:
_ ნახევარზე მეტი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით მძღოლები.
გოჩა სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ არ არის საჭირო.
დავით კუტუბიძე, ოზურგეთი:
_ კი, უნდა იყოს. არ უნდა დადიოდეს გაუმართავი ავტომობილი ქუჩაში _ ამან შეიძლება, უამრავი პრობლემა გამოიწვიოს.