შეერთებული შტატების პროგრამა ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი – ეს განცხადება, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
ჭიჭინაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამა ეროვნული ვალუტის ნდობის გამყარებას ითვალისწინებს.
„თუ ავიღებთ მაგალითად, შეერთებული შტატების პროგრამას ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი.
"ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანების გარბიან და დოლარს ყიდულობენ. აი ეს არის ჩვენი პრობლემა, ნდობა საკმაოდ დაბალი ეროვნული ვალუტის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა.
კურსი ასე რომ ვთქვათ, ერთადერთ ვალუტასთან, დოლართან მიმართებაში უფასურდება. დანარჩენი ახლა ჩვენს სამეზობლო, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში ლარი არ უფასურდება.
რაც უფრო იაფია შენი ფული, მით უფრო ადვილად ხდება წახალისება ექსპორტის. იაფად ყიდი და უფრო მოხმარებადია შენი პროდუქცია,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.