უშველე ლარს! _ ამ სლოგანით მთავრობის კანცელარიასთან პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" აქციას მართავს. შეკრებილები მთავრობისგან ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და აქციზის გაზრდილი გადასახადის შემცირებას ითხოვენ.
აქციაზე ნაძვის ხე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი დოლარის ასლებით მორთეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ მთავრობასთან კონკრეტული ეკონომიკური რეკომენდაციები აქვთ და ეცდებიან, საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას გააცნონ.