ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამინისტროში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს აანონსებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ლარი იქნება.
„რაც ეხება ლართან მიმართებაში, მე ადრეც განვმარტე და ახლაც შემიძლია, განვმარტო, რომ ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა. ამოცანაა დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებად გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის კვალდაკვალ.
ამ პოლიტიკას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.