ტერორისტული აქტი მოხდა ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა – დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საქმე ტერორისტული აქტის მიმართულებით აღიძრა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.
გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი. ვრცელდება იფნრმაცია, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა.
კომპანია კი აცხადებს, რომ მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს. ამჟამად პოლიცია დაკავებულის შესახებ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, ცნობილია, რომ მას კითხავენ.
მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ქონდა.