20 დეკემბერს სტამბულში საზეიმოდ გაიხსნა „ევრაზიის გვირაბის“ პროექტი, რომელშიც მონაწილეობა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და თურქეთის პრემიერმინისტრ ბინალი იდირიმთან ერთად მონაწილეობა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო.
„ევრაზიის გვირაბი“ დიდი „აბრეშუმის გზის“ პროექტის მცირე ნაწილია, რომელსაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშნელობა გააჩნია-მას შეუძლია ორი კონტინენტის დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს რეგიონში.
„აბრეშუმის გზის“ პროექტში ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს. აბრეშუმის გზა გაძლევთ თქვენ შესაძლებლობას ყველა ინტერესი განახორციელოთ. ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა უპირატესობები წარმოებაში, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქტი, სერვისი, ტექნოლოგია. დიდი ბაზრები ეძებენ დამატებით შესაძლებლობებს, პატარა ეკონომიკები კი ეძებენ გზებს დიდ ბაზარზე მოსახვედრად. თქვენ კი კომპლექსურად შეგიძლიათ მუშაობა“, _ აცხადებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე. დევიდ შარკი რამდენიმე თვის წინ თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე.
შეგახსენებთ, „ევრაზიის გვირაბი" ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებულ 5,4 კილომეტრიან მონაკვეთს წარმოადგენს და ორსართულიანი გვირაბისა და დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება. გვირაბის დიამეტრი კი 16, 8 კვ, კ-მია.
როგორც ვარაუდობენ, პროექტი ორი კონტინენტის უმოკლესი დასაკავშირებელი გზა იქნება. გადასაადგილებელ დროს 100 წუთამდე დაზოგავს, გარდა ამის, შეამცირებს ატმოსფეროში გამონაბოლქვის და მავნე აირების გამოყოფას.
პროექტის მშენებლობა თურქეთმა და კორეამ 2009 წელს დაიწყეს და ის 768 მილიონი ევრო დაჯდა. გვირაბის მართვის საექსპლუატაციო ვადა 24 წელი და 5 თვეა, რის შემდეგაც ის საკუთრებაში თურქულ მხარეს გადაეცემა.
.