დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დროს არ არის გამორიცხული სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
„პროკურატურა მუშაობს სხვა პირების მიმართაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და პროკურატურა მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში, მოიპოვებს ახალ და დამატებით მტკიცებულებები.
ამიტომ ეტაპობრივად საზოგადოებამ, რომ იცოდეს რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს არის ლეგიტიმური ინტერესი. ბევრი დამატებითი გარემოება შეიძლება გამოიკვეთოს, რადგან გამოძიება არ სრულდება დაწყებიდან მესამე დღეს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო: პირველი რადიო