რობოტი, რომელსაც ტვინის ტალღები აკონტროლებს, ელექტროდებით შექმნილ ქუდს წარმოადგენს.
შვეიცარიის ქალაქ სიონის საავადმყოფოში, პაციენტმა ბრძანება გონებით გადააგზავნა კომპიუტერში, ამ ბრძანებამ 60-მდე კილომეტრის დაშორებულ ქალაქ ლოზანაში პატარა რობოტი აამოძრავა.
სისტემა ლოზანას პოლიტექნიკური სკოლის პროფესორმა ხოსე მილანმა შექმნა. მისი თქმით, იგივე ტექნოლოგია ინვალიდის ეტლის სამართავადაც გამოიყენება.
„როცა მaxოძრაობა დაიწყება, ტვინს შეუძლია, დაისვენოს. სხვა შემთხვევაში ადამიანი გადაიღლება“, _ ამბობს ის და ამატებს, რომ ამ ტექნოლოგიასაც აქვს საზღვრები. თუ ეტლის გარშემო ბევრი ადამიანი იქნება, ტვინის სიგნალები შეიძლება აირიოს და ქაოსი გამოიწვიოს.
პროფესორი სტეფანი ლექორი და მისი გუნდი ამპუტირებულებისთვის „ელექტრულ კანზე“ მუშაობენ – ეს იქნება ხელთათმანი პატარა სენსორებით, რომელიც ინფორმაციას ნერვულ სისტემას გადაუგზავნის.
ლოზანას პროფესორები მუშაობენ იმაზე, რომ პარალიზებულმა ადამიანებმა ზურგის ტვინში ჩადებული ელექტროკოდების საშუალებით შეძლონ სიარული.