ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, ყაჩაღობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში 11 თებერვალს მოხდა. როგორც გვითხრეს 3 დამნაშავე ოჯახში დაბნელებისას შეიჭრა და ოჯახის უფროსს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზობლების თქმით, იმ დღეს ოჯახმა დაფნა ჩააბარა და სახლში ამით მიღებული შემოსავალი _200 ლარი ჰქონდათ.
მათივე თქმით, სწორედ ამ თანხისთვის სცემეს ოჯახის უფროსი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.