კონგოს ცენტრალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში 9- 13 თებერვალს სამხედრო ქმედებების შედეგად 101 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 39 ქალი. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაეროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადამიანის უფლებების დამცველო ორგანიზაციის სპიკერის, ლიზ ტროშელის განცხადებით, სამხედროები დაჯგუფება Kamwina Nsapu-ს განადგურების მიზნით ავტომატებიდან განურჩევლად ისროდნენ.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ გარდაცვლილთა რაოდენობის მაღალი რიცხვის გამო, რაც დადასტურების შემთხვევაში სამხედროების მიერ ძალის გადაჭარბებულმა და არაპროპორციულმა გამოყენებამ გამოიწვია“,_განაცხადა ტროშელმა.