გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით 14 თებერვლის საღამოდან 17 თებერვლამდე საქართველოში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში და უღელტეხილებზე ქარბუქი და ზვავსაშიშროება, გზებზე ლიპყინული, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4–5 ბალიანი შტორმი.