BBC SPORTS ინგლისის გუნდ „ვორსტერის“ ქართველი მოთამაშე, ჯაბა ბრეგვაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ბრიტანულ მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოში რაგბის განვითარებაზეცაა საუბარი.
„გურია ნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
„ათეულობით სხვადასხვა ეროვნების მორაგბეების სავარჯიშოდ ავტომაგისტრალის მიმდებარედ ახალი ხელოვნური მოედანია.
ახალ ზელანდიელ, სამხრეთ აფრიკელ, წყნარი ოკეანის კუნძულებისა და ინგლისელ მოთამაშეებს შორის არის ქართველი მოთამაშე, ჯაბა ბრეგვაძე. მას ეროვნულ გუნდში 40 კეპი აქვს მოხვეჭილი და „ვორსტერში“ თამაშამდე ევროპის ერთ-ერთ ცნობილ გუნდში „ტულუზში“ ასპარეზობდა.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, ბრეგვაძემ რაგბის თამაში თბილისში დაიწყო და ზუსტად იცის რა მნიშვნელობა აქვს სპორტს საქართველოსთვის.
„ქართველებმა სამწუხაროდ ბევრი ომი გამოვიარეთ. რაგბიც ომს გავს. შენ თამაშობ ვინმეს წინააღმდეგ, ვინც შესაძლოა შენი მეგობარია, მაგრამ 80 წუთის განმავლობაში მტერი ხდება. უნდა დააზიანო ის, მაგრამ ჯარიმების გარეშე, ასეთი წესებია. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ადვილი შერკინება, ჩვენ მთელი გულით ვთამაშობთ,“_ამბობს ბრეგვაძე და დასძენს, რომ „ყველამ იცის ჩვენი უნარები უმაღლეს დონეზე არ არის განვითარებული“.
ლელო ძველი ქართული თამაშია, რომელშიც სოფელი სოფელს ებრძვის ბურთის მოსაპოვებლად ტრიალ მინდორში. საქართველოს რაგბის ისტორიის უნიკალური ვერსია აქვს.
თუმცა პრობლემა მომავალია. როგორ უნდა განვითარდეს დაკარგული უნარები?
საქართველოს ნაკრებს სტატუსი აღარ აკმაყოფილებს. მათ, ევროპის ერთა თასის, რომელსაც ახლა რაგბის ევროპის ჩემპიონატი დაარქვეს, გასული 6-ვე სეზონი მოგებული აქვთ. მსოფლიო თასზე 2 მატჩში გაიმარჯვეს და ახალი ზელანდიის ნაკრებთან გაბედულად ითამაშეს.
ექვსი ერის გათამაშების დასაწყისში კი მე-12 ადგილზე იყვნენ, ხოლო იტალია ერთი საფეხურით ჩამორჩებოდა.
აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯონ ფეინის გადაწყვეტილებით, ბოლო ადგილას მყოფი გუნდის დაქვეითება ირიცხება. საქართველოში კარგად ესმით რას ნიშნავს რეალურად ეს პოზიცია და უკეთესი იდეები აქვთ.
როგორც BBC-ისთან საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, კარგი იქნბებოდა, თუ ნეიტრალურ მოედანზე ექვსი ერის ბოლო ადგილოსანსა და გამარჯვებულს შორის საჩვენელი მატჩი გაიმართებოდა.
მისვე თქმით, ამ წინადადებით საქართველოს რაგბის კავშირმა ჯონ ფიენს მიმართა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი საინტერესო იქნება, მაგრამ ჩვენ მას მაინც შეჯიბრების კუთხით შევხედავთ და რაც კარგია ჩვენთვის არ არის აუცილებელი იყოს კარგი საქართველოსთვისაც“,_უპასუხა ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ „ჩემი როლია დავარწმუნო გაერთიანებები ტურნირის სანდოობაში. თამაში შეიძლება შეიცავდეს ყველა სახის ვარაუდს, რაც არ არის აუცილებელი იყოს სასარგებლო“.
როგორც ცნობილია, 2000 წლის შემდეგ იტალიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში ბოლო ადგილას 11-ჯერ გავიდა, თუმცა ცალკეულ მატჩებში, ინგლისის ნაკრების გარდა, ტურნირის მონაწილე ყველა გუნდის დამარცხება შეძლეს.
„იტალიის ნაკრებს აქვს ისეთი პროგრესი, როგორიც სასურველია? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობენ სხვა გუნდების დაწევას და ჩვენ უნდა წავახალისოთ“,_ამბობს ფიენი.
როგორც ცნობილია, წელს საქართველო რაგბში 20 წლამდელთა ნაკრებების ჩემპიონატის მასპინძელი 1-ად იქნება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჯაბა ბრეგვაძეს ჯერავს, რომ ჩემპიონატი საქართველოში სპორტის მიმართ ინტერესს საგრძნობლად გაზრდის.
რუსეთის წინააღმდეგ თამაშს დიდი პოლიტიკური და კულტურული ღირებულებების მქონე ინტერესი გააჩნია და მას 50 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება, მაგრამ ამჟამად ათი ათასობით ადამიანი სხვა მხარის თამაშის სანახავადაც მოვა.
„უქმეებზე საქართველოში არაფერი ხდება. როცა თამაშს იგებ უქმეებზე, ხალხი მოდის, ეს პოზიტივია და არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს ნაკრები 20-ით, 40-ით თუ 5 ქულით იგებს, ისინი ამაყობენ თავისი გუნდით და ბედნიერები არიან“,_ამბობს ბრეგვაძე.
მისივე თქმით, ძლიერ გუნდებთან უფრო მეტი თამაშია საჭირო საქართველოს რაგბის ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის.